პროექტის პარტნიორების მიერ ორგანიზებული იქნა სამუშაო შეხვედრა, ოლიმპიადისათვის განსაზღვრული საკონკურსო დარგების შერჩევის მიზნით.
შრომის ბაზრის და აგრარული განათლების სექტორის კვლევის შედეგების გათვალისწინებით, შეხვედრაზე შემუშავდა საკონკურსო დარგების იდენტიფიცირების კრიტერიუმები და განხორციელდა 2020 წლის აგრარული ოლიმპიადის საკონსკურო დარგების საბოლოო ჩამონათვალის ფორმირება.
შერჩეულ სასოფლო-სამეურნეო დარგებში ცოდნის შეფასება იწარმოებს სირთულის მიხედვით სორტირებული ტესტების საშუალებით.
ამ ეტაპზე 2020 წლის აგრარული ოლიმპიადის ფარგლებში დაგეგმილი კონკურსისათვის შერჩეულია შემდეგი სასოფლო-სამეურნეო დარგები:
- აგრონომია - მცენარეთა ინტეგრირებული დაცვა, აგროქიმია და ორგანული სოფლის მეურნეობა;
- ვეტერინარია;
- მეღვინეობა;
- სასურსათო ტექნოლოგია;
- მექანიზაცია;
- მეტყევეობა.
დამატებითი ინფორმაცია შერჩეული სასოფლო-სამეურნეო დარგების და ოლიმპიადაში მონაწილეობის წესების შესახებ წარმოდგენილია მოცემულ ლინკზე.