ეროვნული აგრარული ოლიმპიადა 2023 შემოდგომაზე ჩატარდება.
ოლიმპიადის მიზანია ქვეყანაში სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების მხარდაჭერა, აგროგანათლების პოპულარიზაცია და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება როგორც აგრარულ, ასევე გარემოსდაცვით სფეროში.
მონაწილეთა ჩართულობის თვალსაზრისით, ეროვნული აგრარული ოლიმპიადა, აღნიშნულ სფეროში, საქართველოში ყველაზე მასშტაბური პროექტია - ოლიმპიადის პირველ და მეორე სეზონებში პროექტში მონაწილეობა მიიღო 2000-ზე მეტმა კონკურსანტმა, გამოვლინდა 70 გამარჯვებული და საპრიზო ადგილზე გასული მონაწილე.
აღსანიშნავია, რომ პროექტი ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პატრონაჟით.
პროექტის კონცეფციის ავტორი და თანაორგანიზატორია სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაცია.